„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ციურიხში გლობალურ სატრანსპორტო ფორუმში მონაწილეობდა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი წარადგინეს.
საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი ყოველ წელს იმართება. ამჯერად, ფორუმი 72 ქვეყანას და მათ 270 - მდე წარმომადგენელს აერთიანებდა. ფორუმზე დღევანდელი გლობალური სატრანსპორტო სფეროში არსებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს.
“ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ დელეგატებში, რამდენადაც, ანაკლიის პროექტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის მსოფლიოს ლოგისტიკური და გადამზიდავი კომპანიებისთვის. პრეზენტაცია მიზნად ისახავადა ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის წარმოჩენას და ახალი შესაძლებლობების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.“ - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ კომერციისა და მარკეტინგის დარგში სალომე კელენჯერიძემ.
ფორუმის ორგანიზატორი "ექსპედიტორთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია" (FIATA) მულტიმოდალურ სატრანსპორტო ინსტიტუტია. ორგანიზაცია 40,000 საექსპედიტორო და ლოგისტიკურ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებენ.
www.travelingeorgia.ge