ანაკლიის პორტში ინვესტირებით ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია China Railway International Group-ი დაინტერესდა.
China Railway International Group-ის დელეგაციას ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უმასპინძლა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, China Railway International Group-ი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ჩინეთსა და მსოფლიოში, ინტერესს გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში როგორც საინვესტიციო, ისე სამშენებლო მიმართულებით.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს, ხოლო I ფაზის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარედ 340 ჰექტარის ფართობზე შენდება. მის მიმდებარედ კი დაგეგმილია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობა, რომელსაც „ანაკლია სითი“ ავითარებს.