ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ანაკლიისა და კონსტანცას პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
11 ივნისი, 2018

ბრიუსელში, ევროპარლამენტში ანაკლიისა და კონსტანცას პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ცნობით, ⚓მემორანდუმი მხარეებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს. მათ შორის, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის, საერთო სამოქმედო სატრანსპორტო გეგმისა და მარშრუტების შედგენის შესახებ. ასევე თანამშრომლობა ლოგისტიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

მემორანდუმის თანახმად, კონსტანცას პორტიგამოცდილებას გაუზიარებს და პოპულარიზაციას გაუწევს ანაკლიის პორტს, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და ტვირთბრუნვის გაზრდაზე იმუშავებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ისეთ სტრატეგიულ პარტრნიორთან, როგორიც კონსტანცაა. ეს სამომავლოდ უკვე ჩვენს ერთობლივ კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას ნიშნავს, რაც ორივე პორტისთვის წარმატებული საქმიანობის წინაპირობა და კიდევ უფრო სწრაფი განვითარების პერსპექტივაა“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

მემორანდუმს ხელი კონსტანცას პორტისა და დუნაის სამდინარო არხისადმი მიძღვნილ დღეს მოეწერა. დუნაის სამდინარო არხი 20 პორტს აერთიანებს. მასზე გამავალი სატრანსპორტო გზა სათავეს კონსტანცას პორტში იღებს და ევროპის ათი ქვეყნის გავლით, როტერდამის პორტამდე გრძელდება. მშენებლობის დარსულების შემდეგ ანაკლია შეძლებს მოემსახუროს ზემოთაღწერილ დერეფანს და ახალი ალტერნატივა შექმნას კავკასიის დერეფანში მოძრავი ტვირთისთვის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.