ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ანანურის სამონასტრო კომპლექსთან მიმდინარე რეაბილიტაციაზე 2.5 მლნ ლარი დაიხსარჯება
02 სექტემბერი, 2019

ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შეიზღუდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ძველი სავაჭრო დახლები, თანამედროვე ჯიხურებით ჩანაცვლდება.

ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისას დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება, ტურისტული ინფრასტრუქტურა და პარკირების სივრცის მოწყობა და გარე განათების მონტაჟი. სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით, რეაბილიტაცია უტარდება ანანურის ეკლესიასთან მისასვლელ და ცენტრალური გზიდან სანაპირომდე არსებულ მონაკვეთს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა გზებისა და ძველი სამხედრო გზის მოასფალტებაც. სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.5 მილიონ ლარს აჭარბებს.

bm.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.