ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულდა
18 სექტემბერი, 2018

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის’’ შვილობილმა კომპანია "ენგურის ტურისტული ცენტრი" მთავრობის განკარგულების საფუძველზე ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო სამუშაოები განახორციელა. პროექტში ჩართულები არიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და კომპანია "ენგურჰესი’’.

საპროექტო სამუშოები შესრულებულია ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტორების" მიერ.

ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება. მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს შემეცნებით-გასართობი და კულტურულ ცენტრები, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის.

კაშხლის ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქტიული აღმოჩენათა ცენტრი, გასართობი და სათავგადასავლო ტიპის ატრაქციები.

ენგურის კაშხალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გარდა ამისა მას განსაკუთრებული ინდუსტრიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მსოფლიოში სიმაღლით მეორე თაღოვანი კაშხალია.

www.travelingeorgia.ge

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.