ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა
11 მაისი, 2022

Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში საქართველოში 214.6 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა.

ყველაზე დიდი მაჩვენებლებით თურქეთი, რუსეთი და სომხეთი გამოირჩეოდნენ. თურქეთიდან ვიზიტორების მთლიანი მაჩვენებლის 16.8% შემოვიდა, რუსეთიდან 15.6%, ხოლო სომხეთიდან 15%. 

"2022 წლის აპრილში ტურისტების რიცხვმა 2019 წლის აპრილის დონის 52.3% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია წინა თვესთან შედარებით. ამასთან, ერთდღიანი ვიზიტორების დონემ 2019 წლის აპრილის 16.0% შეადგინა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა თვის მაჩვენებელს. ჯამურად 2022 წლის პირველ 4 თვეში, საქ

ართველოს 0.6 მილიონი ტურისტი ეწვია და ჩვენი შეფასებით ტურიზმის შემოსავლებმა $616.9 მლნ შეადგინა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.