ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აპრილში რუსეთიდან ვიზიტები 26%-ით გაიზარდა, ირანიდან კი, 59%-ით შემცირდა
07 მაისი, 2019

2019 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, აპრილის განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან სულ 113,138 ვიზიტი შედგა, რაც 2018 წელთან შედარებით – 26%-ით ანუ 23,708-ით მეტია. მთლიანობაში აპრილის განმავლობაში საქართველოში სულ 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც 2018 წელთან შედარებით, 4.6%-ით მეტია.

თუმცა რამდენიმე ქვეყნიდან ტურისტული ნაკადი ზრდის ნაცვლად შემცირებულია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ირანიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა 59.4%-ით არის შემცირებული. აპრილში საქართველოში ირანიდან სულ 10,505 ვიზიტი შედგა, როდესაც 2018 წელს ვიზიტების რაოდენობა 25,000-ს აღემატებოდა.

ვიზიტორთა ნაკადი ტოპ 15 ქვეყნიდან:

  1. რუსეთი – 113,138 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 26.5% ;
  2. აზერბაიჯანი – 99,073 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 0.4%;
  3. თურქეთი – 95,063 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -7.6%;
  4. სომხეთი – 94,391 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4.1%;
  5. საქართველო (არარეზიდენტი) – 35,809 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -11.2%;
  6. ისრაელი – 14,343 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11.2%;
  7. უკრაინა – 11,991 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.1%;
  8. ირანი – 10,505 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -59.4%;
  9. გერმანია – 5,670 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 43.5%;
  10. ყაზახეთი – 5,621 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 89.1%;
  11. ინდოეთი – 5,243 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 22.9%;
  12. პოლონეთი – 4,761 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 22.8%;
  13. გაერთიანებული სამეფო – 2,889 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30.0%;
  14. ა შ შ – 2,887 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 18.1%;
  15. ჩინეთი- 2,504 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30.6%.

2019 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოში 2,265,318 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.9%-ით მეტია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,230,649 შეადგინა, რაც 56,608-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +4.8%) ;

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში ტურისტული სექტორის მთლიანმა შემოსავალმა $578 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 5%-ით მეტია.

ტურიზმის ადმინისტრაცია საკუთარ სტატისტიკაში აღრიცხავს  საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც იურიდიულად ქვეყნის რეზიდენტები არ არიან. შესაბამისად, მათი ვიზიტებიც ტურიზმის სტატისტიკაში ხვდება.

bm.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.