ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"კომერსანტის" ექსკლუზივი: არაბული Green Valley გონიოში ყველაზე მაღალი თაუერების მშენებლობას იწყებს
06 ივლისი, 2017

რადიო „კომერსანტისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group- ი გონიოში თაუერების მშენებლობას იწყებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვახტანგ გურგენიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონია პარასკევს გაიმართება და მასზე კომპანიის წარმომადგენლების გარდა, ოფიციალური პირებიც არიან მიწვეული. მისივე თქმით, ყველა შესაბამისი ნებართვა კომპანიამ ერთი თვის წინ აიღო და მიმდინარე თვიდან აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

გურგენიძე განმარტავს, რომ TWIN TOWERS სამი თაუერისგან შედგება, ორი 28 სართულიანი და ერთი 20 სართულიანი შენობა.

„ ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა გონიო-კვარიათში. მშენებლობას ვიწყებთ და მისი დასრულება 2021 წელსაა დაგეგმილი, თუმცა პირველი ფაზა, რომელიც 2 თაუერის მშენებლობას მოიცავს, ორ წელიწადში დასრულდება. თაურებში სასტუმროები განთავსდება, რომელსაც მენეჯმენტს თავად Green Valley გაუწევს, რადგან მათ ამის გამოცდილება აქვთ", –  აცხადებს გურგენიძე

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, ტერიტორიაზე განთავსდება „შოფინგ მოლი" , რესტორანები, კაფე-ბარები, სპორტული მოედნები. კომპლექსს საკუთარი სანაპირო ექნება. პროექტში 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

არაბული კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ინვესტორის პირველი პროექტია საქართველოში, პარალელურად, მწვანე ქალაქის პროექტი ხორციელდება ტაბახმელაში და სამომავლოდ Green Valley სხვა პროექტების განხორციელებასაც განიხილავს.

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.