გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალიტებმა მდ. არაგვზე წყლის სინჯები აიღეს.
სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ადგილზე ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა. 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, ამ ეტაპზე სპეციალისტები მონიტორინგს 170-მდე წერტილში ახორციელებენ.
კვლევის შედეგები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.
www.travelingeorgia.ge