„არავინ გვაქცევს ყურადღებას“ – უშგულელებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს <ფოტო>
სვანური კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით, უშგულში საპროტესტო აქცია განახლდა.
როგორც bm.ge-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადგილობრივებმა ამჯერად სოფლამდე მისასვლელი საავტომობილ გზა გადაკეტეს და არავის უშვებენ.
„სვანური კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით, ჩვენ რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქცია გავმართეთ და არავის ვუშვებდით, რადგან გვინდოდა, ამ ფორმით მაინც მიგვექცია ყურადღება. შემდეგ გვითხრეს, რომ ეს ძალიან რადიკალური ზომა იყო, მაგრამ ფაქტია, ყურადღებას მაინც არავინ გვაქცევს. ახლა საავტომობილო გზა გადავკეტეთ. ჩვენი მოთხოვნაა, დაიწყოს სვანური კოშკების რეაბილიტაცია. როგორც იცით, 2 კვირის წინ მე-12 საუკუნის კოშკები ჩამოინგრა. კიდევ კარგი, რომ ფაქტი დილის 7 საათზე მოხდა, თორემ შეიძლებოდა ნგრევას მსხვერპლიც მოჰყოლოდა, რადგან იმ ადგილას სულ ბავშვები თამაშობენ და ტურისტებიც მოძრაობენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.
Bm.ge დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შესაბამის უწყებებსაც დაუკავშირდება.
bm.ge