ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არგენტინის დედაქალაქში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნა
30 მაისი, 2019

არგენტინის დედაქალაქში თბილისის სკვერი გაიხსნა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დეპუტატთა პალატის წარმომადგენლები, ქართული სათვისტომო და უბნის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

თბილისისა და ბუენოს-აირესის მეგობრობის ნიშნად გახსნილი სკვერი მრავალფერვანი ფერებით არის მოხატული. მის გასაფორმებლად ქართული თემატიკა გამოიყენეს.

კედლებზე ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი აივნებიანი სახელებისა და მულტიპლიკაციური გმირების გამოსახულებებია დახატული, დატანილია ასევე, საქართველოს დროშა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, მათ შორის ეკლესია-მონასტრებიც.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბუენოს-აირესის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ და მერიის წარმომადგენელმა ალეხანდრა ფერეირამ, რომელმაც ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, მეგობრობასა და სამომავლო კავშირებზე გაამახვილა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.