ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„არის მოლოდინი, რომ რუსეთიდან საქართველოში ფრენები თებერვალში აღდგეს“ - გიორგი კოდუა
17 ნოემბერი, 2022

AIR Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, არის იმის მოლოდინი, რომ რუსეთიდან საქართველოში ფრენები თებერვალში აღდგეს.

„კერძო სექტორში აღნიშნულ საკითხზე განხილვები მიმდინარეობს. ოფიციალური განცხადებები არ მოგვისმენია, თუმცა რუსულ ტურისტულ კომპანიებში გვითხრეს, რომ ამისთვის მოვემზადოთ. მათი ინფორმაციით, არის მოლოდინი, ფრენები თებერვალში აღდგეს. აღადგენს თუ არა რუსეთი საქართველოსთან ფრენებს, ჩემი კომპანიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ რამდენჯერმე ვიწვნიეთ დიდი დარტყმა ამ ქვეყნიდან. პოლიტიზებულ ბაზარზე შესვლას მორიგჯერ აღარ ვაპირებთ, განაცხადა გიორგი კოდუამ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.