ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არქიტექტორები მესტიისთვის ახალი შენობების პროექტებს მოამზადებენ
04 თებერვალი, 2019

მესტიის მუნიციპალიტეტს თებერვლის ბოლოს 80-მდე ქართველი და უცხოელი არქიტექტორი ეწვევა. მათ შერჩევას საქართველოს არქიტექტორთა კავშირი უზრუნველყოფს. 

როგორც მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა BM.GE-ს განუცხადა, არქიტექტორები ადგილზე ხუთი დღის განმავლობაში დარჩებიან და შემდეგ სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის, მათი ფუნქციების გათვალისწინებით, პროექტებს მოამზადებენ. 

“საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა გამოაცხადა კონკურსი სამი ტიპის პროექტის შექმნაზე. ესენია: მთის სახლი, მრავალფუნქციური შენობა და სასტუმროს ტიპის სახლი. ჩვენ აქ ავთენტურობას ვაქცევთ ყურადღებას. შეიძლება შევჯერდეთ სამი-ოთხი ტიპის მშენებლობებზე, რომელიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და არსებულ იერსახეში სწორად ჩაჯდება“, – განაცხადა მერმა. 

მისი ინფორმაციით, ეს პროექტები ადგილობრივებისა და უცხოელებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.