ართმხოს ხეობაში „ავიასერვისის“ მიერ ავარიულად დაშვების საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს
ართმხოს ხეობაში „ავიასერვისის“ მიერ ავარიულად დაშვების საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს
ავიაკომპანია „ავიასერვისის“ მიერ ავარიულად დაშვების საკითხს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო სწავლობს.
„ავიასერვისის“ მიერ ექსპლუატირებული ვერტმფრენი AS 350, რომელიც ასრულებდა ფრენებს სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გუშინ გამო დაზიანდა. ვერტმფრენის მფრინავი და ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თქმით, ვერტმფრენის ყველა მგზავრი სრულიად უვნებელია და მიმდინარეობს მოკვლევა მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად
www.travelingeorgia.ge