ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
106 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - რა პროექტები განხორციელდება ფოთში
23 თებერვალი, 2018

ფოთში 106 მლნ ლარის სამი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. შესაბამისი ტენდერი უკვე დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიები.

პროექტის ფარგლებში ფოთში სპორტულ დარბაზსა და საცურაო აუზს კომპანია COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia ააშენებს. პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარია. სამუშაოები 2019 წლის მაისში დასრულდება.

ფოთის წყალმარეგულირებელი ნაგებობის, ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერისიმედი“ შეასრულებს.

პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, გარემონტდება კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.

პროექტის ღირებულება 1 340 268 ლარია. სამუშაოები 1 აგვისტოს დასრულდება.

ფოთში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელი და სატუმბი სადგურები. 89 943 800 ლარის სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება გაფორმდა ჰოლანდიურ კომპანია TAHAL Group BV-თან.

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს და იგი 2020 წლის 31 ივლისს დასრულდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.