ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აშშ-საქართველოს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენა დაინიშნოს
01 აპრილი, 2019

აშშ-საქართველოს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენა დაინიშნოს.

საკითხი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, როს უილსონთან განიხილა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა და როს უილსონმა ტურიზმის სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის პერსპექტივები და განათლების სფეროში თანამშრომლობის თემები განიხილეს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ ორგანიზაციებთან, მათ შორის „იუესაიდის“ (USAID) პროგრამა „ზრდასთან“. ამერიკული მხარე კი, საქართველოს აქტიურად ეხმარება რეგიონებში ტურისტული პროექტების განვითარებისა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, აშშ-ში ფრენის დაწების სურვილი Myway airlines -ს ჰქონდა.

GBC


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.