ივნისში აშშ-ს რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების Tastingwork-ისა და Marq Energie Consulting-ის ორგანიზებით, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ჰიუსტონსა და პორტლენდში ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.
დეგუსტაციების ასევე გაიმართება ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდებით დამზადებული ღვინოები.
კამპანიის ფარგლებში, Tastingwork-ის ორგანიზებით დეგუსტაცია უკვე გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც კომპანიის დამფუძნებელმა, ღვინის მაგისტრმა ლიზა გრანიკმა სემინარი ქვევრის ღვინოზე (Inside The Qvevri) წაიკითხა.
დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო 30-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი როგორც მცირე მარნის, ისე დიდი კომპანიის ღვინოები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 11 ივნისს Tastingwork-ის ორგანიზებით დეგუსტაცია გაიმართება სან-ფრანცისკოში, ღვინის სკოლაში, Marq Energie Consulting-ის ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაციები 12 ივნისს პორტლენდში და 13 ივნისს ჰიუსტონში იგეგმება.
სააგენტოში იმედოვნებენ, რომ დეგუსტაციები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას აშშ-ი. გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი.
ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.
www.travelingeorgia.ge