საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ღვინის კომპანია „ასკანელი ძმები“ ბიზნესს აფართოვებს. კომპანია გაზაფხულიდან ქინძმარაულის მიკროზონაში სასტუმროს მშენებლობას დაიწყებს და 2020 წლის ბოლოსთვის უკვე პირველ სტუმარსაც უმასპინძლებს.
კომპანიის დამფუძნებელი, გოჩა ჩხაიძე ამბობს, რომ სასტუმროს კონცეფცია არქიტექტურული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა.
30 ნომრიან სასტუმროში იქნება რესტორანი, სადეგუსტაციო დარბაზები და ღვინის მუზეუმი. სასტუმროს მშენებლობაში დაახლოებით 8 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება.
bpi.ge