ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ასპინძაში "ასპინძის ომის" ამსახველი მონუმენტი გაიხსნა
09 აგვისტო, 2017

ფოლკლორული ფესტივალი ასპინძაში ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლის გახსნით დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ძეგლი საზეიმოდ, კახეთისა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორებმა გახსნეს.

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას სიმბოლურად ერეკლე მეორის პორტრეტი უსახსოვრა.

ქართლ–კახეთის მეფის ერეკლე მეორის საპატივსაცემოდ მიძღვნილ ღონისძიებებს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში სტუმრებს საშუალება ქონდათ სამცხე–ჯავახეთის სამზარეულოს დაგემოვნებათ.

მოეწყო ადგილობრივების მიერ დამზადებული სხვადასხვა ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაც.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.