თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება.
პირველი ეტაპი ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათებას.
მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით.
პირველი ეტაპის სამუშაო დასკვნით ფაზაშია, პროექტის მეორე ეტაპი კი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება.
www.travelingeorgia.ge