მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი პარლამენტს კურორტებზე საბაგიეროების ჩართვას სთხოვს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს 5,016 მოქალაქე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პეტიციით მიმართავს.
პეტიცია მე-10 მოწვევის პარლმენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეცა.
„შემოსულია 5016 მოქალაქის პეტიცია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროების ჩართვის შესახებ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
შეგახსენებთ: ე.წ. "წერტილოვანი შეზღუდვების" ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე სასტუმროების მუშაობა აკრძალულია, ხოლო საბაგიროები - დაკეტილი. თავის მხრივ, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ზამთრის კურორტებზე შეზღუდვების მოხსნას და საბაგიროების ჩართვას ითხოვენ.
www.bm.ge