ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ატენის სიონის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები დასრულდა
24 აგვისტო, 2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე ატენის სიონის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების I ეტაპი დასრულდა.

სააგენტოს ცნობით, სამუშაოები მოიცავდა ქვათა შორის არსებული ცარიელი ადგილების გასუფთავებას ჰაერის ჭავლით; ინტერიერში სამხ.აფსიდისა და თაღის ქვების ჩაბმას ძირითად კონსტრუქციაზე და ინექტირებას.

ამოივსო საპირე წყობის ქვებს შორის არსებული ნაკერები და ბზარები. მოხდა დას. და სამხრეთი აფსიდის ქვების კონსერვაცია. პროექტს ხელმძღვანელობდა ნანა კუპრაშვილი. სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ სარესტავრაციო ჯგუფის წევრები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.