ათონელის N21-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება. რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 2017 წლის ბოლოდან მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის შემდეგ ათონელის N21-ში მცხოვრებ 21 ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება.
.jpg)
ნაგებობა XIX საუკუნის ბოლოს თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშია, რომელიც მიმდებარე განაშენიანებაში ერთ-ერთი დომინანტია და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს: წყალარინების, წყალმომარაგებისა და ელექტროობის ქსელების მოწყობა; საძირკვლის გამაგრება, დაზიანებული კედლებისა და ღიობების გაძლიერება; დაზიანებული სართულშუა გადახურვების მოწყობა; სარდაფის სართულზე დაზიანებული ქართული აგურის თაღების გადაწყობა; სახურავის დაზიანებული ხის კონსტრუქციის შეცვლა და დაფერილი თუნუქის მოწყობა; ფასადზე არსებული ბზარების გამაგრება/შევსება; ფასადის დეკორატიული და ბრტყელი ზედაპირების რესტავრაცია; საბუხრეების თუნუქის დეკორატიული შეფუთვის აღდგენა/დამზადება; სადარბაზოს კარის სარესტავრაციო სამუშაოები.
.jpg)
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს მშრალი ხიდიდან ათონელის და ფხოვის ქუჩების გავლით, ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთს, მათ შორის - ხაზინის და ფურცელაძის ქუჩებს, გრიგოლ ორბელიანისა და 9 აპრილის სახელობის ბაღების ნაწილს.
აღნიშნული მონაკვეთი დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებაა მუშთაიდის ბაღიდან, დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ.
www.travelingeorgia.ge