ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო
26 ივლისი, 2017

ახალციხის მუნიციპალიტეტში, აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო,- ამის შესახებ ინფორაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა შიდა ინტერიერი, შეიცვლება კარ-ფანჯარა, დაიგება ლამინირებული ფენილი, მოეწყობა ელექტრო გაყვანილობა და სველი წერტილები, შემოიღობება ეზო.

აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 110 556 ლარით ფინანსდება.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.