ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ავიაკომპანია “BELAVIA” საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
02 სექტემბერი, 2019

ბელარუსული ავიაკომპანია “Belavia” ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. კერძოდ, მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე 2 სიხშირე (ოთხშაბათი და კვირა) მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაემატება. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 23 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში 9 სიხშირით შესრულდება. ავიარეისები Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, “Belavia”-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიენიჭა. სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია განიხილავს ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში გაზრდილის სიხშირით ოპერირების შესაძლებლობასაც.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.