8 ივნისს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება ყაზახური ავიაკომპანიის „სკატი"-ს პირველი პირდაპირი ავიარეისი (ავიამიმოსვლა ასევე ხორციელდება როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მიმართულებითაც).
რეისთან დაკავშირებით ქუთაისში სტუმრად ჩამოვლენ ავიაკომპანიის ტოპ-მენეჯმენტი და ყაზახეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
8 ივნისს, 11:00-ზე სასტუმრო „წყალტუბო პლაზა"-ში გაიმართება პირველ რეისთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია, რომელზეც ავიაკომპანიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები ისაუბრებენ აღნიშნული რეისების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.
commersant.ge