ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ავიაკომპანიებისთვის არარეგულარული გადაზიდვების ნებართვის მიღება მარტივდება
11 ივლისი, 2018

ავიაკომპანიებს არარეგულარული გადაზიდვების ნებართვის მიღება გაუმარტივდებათ, - ამას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

დღეისათვის ნებართვის მისაღებად კომპანიის მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები. რაც თავის მხრივ წარმოადგენს დამატებით ბარიერს იმ ავიაგადამზიდველისათვის, რომლებიც შესაბამისი ნებართვების – არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და/ან საავიაციო სამუშაოების ნებართვის მისაღებად მიმართავენ ნებართვის გამცემ უწყებას – სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.

კანონის ეს მოთხოვნა უარყოფითად აისახება ავიაკომპანიების მიერ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებაზე და ამგვარმა ბარიერებმა შესაძლოა შეამციროს საქართველოს მიმართულებით ჩარტერული ფრენებისა და საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საავიაციო სამუშაოების განხორციელების რაოდენობა. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ავიაკომპანიების ბარიერი და სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღებას, მითი უფრო არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ, ესაჭიროება დროის ხანგრძლივი პერიოდი.

არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვის გაცემა კი ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ოპერატიულობას, ამგვარი ამონაწერის წარმოდგენა დროის გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული, ავიაკომპანიას კი შესაძლოა დროის გაცილებით მცირე მონაკვეთში ესაჭიროებოდეს ნებართვა და კანონის ამ მოთხოვნამ შესაძლებელია დააბრკოლოს მათ მიერ ფრენის განხორციელება, მით უფრო, თუ გავითლავისწინებთ, რომ განცხადება მსგავსი ფრენების შესრულების ნებართვის თაობაზე ნებართვის გამცემ უწყებაში შეიძლება წარდგენილ იქნეს ფრენის შესრულებამდე რამდენიმე საათით ადრე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.