ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმი იხსნება
20 იანვარი, 2021

კომ­პა­ნია “მუ­კა­დო ვა­ი­ნის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მეღ­ვი­ნე ლადო უზუ­ნაშ­ვი­ლი ავ­სტრა­ლი­ა­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მუ­ზე­უმს ხსნის.

ბა­ტო­ნო ლადო, მოგ­ვი­ყე­ვით უფრო ვრცლად ამ ამ­ბის შე­სა­ხებ:

25 წე­ლია ვცხოვ­რობ და ვსაქ­მი­ა­ნობ ავ­სტრა­ლი­ა­ში. ჩემი წას­ვლა მოხ­და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შერ­ჩე­ვის პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც იმ დროს ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ავ­სტრა­ლი­ის მთავ­რო­ბის მიერ.

1995 წელს მი­ვი­ღეთ ვიზა და გა­ვემ­გზავ­რეთ. იქ გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა და ად­გი­ლობ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის სტრან­დატ­რე­ბით მი­ვი­ღე ჩემი კვე­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბა. ამ პრო­ცეს­ში, შევხდი და გა­ვი­ცა­ნი რა­მო­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლე­გა, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ჩემი მე­გობ­რე­ბი გახ­დნენ. ამ მე­გობ­რო­ბას დღე­საც დიდი ურ­თი­ერთ პა­ტი­ვის­ცე­მით ვაგ­რძე­ლებთ. სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ 1954 წელს სა­ფე­რა­ვი და რქა­წი­თე­ლი ავ­სტრა­ლი­ა­ში ჩა­უ­ტა­ნი­ათ.

90-იან წლებ­ში და­სავ­ლე­თის ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სულ მეღ­ვი­ნეს, ამ ამ­ბავს რომ გე­ტყვი­ან ... ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის,ის ემო­ცი­ე­ბია რო­მე­ლიც მა­შინ გან­ვი­ცა­დე.

1998 წელს ჩა­ვი­ტა­ნე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის ილია კო­ბი­აშ­ვი­ლის სა­ო­ჯა­ხო, უძ­ვე­ლე­სი ვე­ნა­ხი­დან. ეს გახ­ლდათ, ძა­ლი­ან ძველ, უკვე მთლი­ა­ნად რე­სურს გაც­ლილ მუ­ხის კას­რში და­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ფე­რა­ვის მშრა­ლი წი­თე­ლი ღვი­ნო.ამ ღვი­ნოს სამი პა­რა­მეტ­რი შე­უ­და­რე­ბე­ლი ჰქონ­და: და­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ბი­ძა­ჩე­მი ალექ­სან­დრე კო­ბი­აშ­ვი­ლის მიერ, უძ­ვე­ლეს ვე­ნახ­ში მო­წე­უ­ლი ყუ­რძნის­გან, რაც დღეს იშ­ვი­ა­თო­ბაა, ეს იყო ახაშ­ნის, ანუ იგი­ვე მუ­კუზ­ნის სა­ა­პე­ლა­ციო ზო­ნი­დან. ყვე­ლა­ზე სუს­ტი კი მე­ო­თხე კომ­პო­ნენ­ტი იყო - კასრს ყო­ველ­გვა­რი რე­სურ­სი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად კას­რის ფაქ­ტო­რი­სა, და­გე­მოვ­ნე­ბულ­მა ღვი­ნომ პირ­ვე­ლი ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნა, ეს ძი­რძვე­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბი აშ­კა­რად ვერ უჯე­რე­ბ­დნენ თავს და იმ ლე­გენ­დებს, რომ „რუ­სე­ბი“ ღვი­ნოს ვერ აყე­ნებ­დნენ. მა­შინ ჩვენც „რუ­სე­ბი“ ვი­ყა­ვით ყვე­ლას­თვის! ეს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია! იმ დროს ქარ­თუ­ლი ფე­ნო­მე­ნი ჯერ კი­დევ ის­ტო­რი­ის მტვრი­ან თა­რო­ზე იდო, არა­ვინ იცო­და ჩვენს შე­სა­ხებ, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ვა­ზი­სა და ღვი­ნის სამ­შობ­ლო­ზე.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ხმის ამო­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­და­წყდა 8 000 ნერ­გის დაკ­ვე­თა და მა­შინ­ვე მივ­მარ­თეთ ვა­ზე­ბის იმ სა­კო­ლექ­ცი­ოს, სა­დაც სა­ფე­რა­ვი იყო და­ცუ­ლი, რო­მე­ლიც მინ­და ვთქვა სა­ოც­რად იყო მოვ­ლი­ლი.

ვე­ნა­ხის გა­სა­შე­ნებ­ლად შერ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი აბ­სო­ლი­ტუ­რი პრე­მი­ა­ლუ­რი ნი­შან თვი­სე­ბე­ბით შე­ირ­ჩა - ბა­რო­სა ველი, 19-ე სა­უ­კუ­ნე­ში ლუ­თე­რა­ნი გერ­მა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი პრე­მი­უმ კლა­სის სა­მეღ­ვი­ნეო რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც დღე­საც ამინდს ქმნის ულტრა-მა­ღალ სეგ­მენ­ტში.

2001 წელს უკვე და­ვი­წყეთ პირ­ვე­ლი საც­დე­ლი ღვი­ნო­ე­ბის და­ყე­ნე­ბა და მის მერე ჩვენ კი არ მიგ­ვყვავ­და გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხი, თვი­თონ სა­ფე­რა­ვის თვი­სე­ბე­ბი გვას­წრებ­და, ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში. ჩა­ტარ­და 5 თუ 6 სა­ფე­რა­ვის სე­მი­ნა­რი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მათ­გან ორის წამ­ყვა­ნი კი თა­ვად გახ­ლდით.

მა­შინ იყო ასე­თი ფე­ნო­მე­ნი, მფრი­ნა­ვი მეღ­ვი­ნე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დავ­დი­ო­დით მსოფ­ლი­ოს ორ ნა­ხე­ვარსფე­როს შო­რის და ვეხ­მა­რე­ბო­დით ძველ სამ­ყა­როს ახა­ლი სამ­ყა­როს მიღ­წე­ვე­ბის ად­გილ­ზე და­ნერგვა­ში.

2004 – 2005 წლე­ბი­დან უკვე ფეხს იდ­გამს ორი ბრენ­დი: „ჰა­მილ­ტო­ნის“ და „პატ­რი­ტის“ ღვი­ნო­ე­ბი, ორი­ვეს უკან გახ­ლდით მე, რაც დღე­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა ჩემ­თვის, რად­გან ორი­ვე ბრენ­დი დიდი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ო­ში, სა­ფე­რა­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბით.

ეს ჯიში მარ­თლაც რომ შე­უ­და­რე­ბე­ლია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა სხვა წი­თელ ჯი­შებ­თან და ეს არ არის მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი!

რად­გან სა­ფე­რავ­მა ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა, შემ­დეგ გაჩ­ნდა უკვე სხვა იდე­ე­ბიც. 2016 წელს ჩა­ტარ­და ავ­სტრა­ლი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ჯი­შე­ბის და ღვი­ნო­ე­ბის კონ­კურ­სი. ამ კონ­კურსს ეს­წრე­ბო­და მსოფ­ლი­ოს 150 „მძი­მე წო­ნის“ სპე­ცი­ლის­ტი, დიდ პა­ტი­ვად მერ­გო ვყო­ფი­ლი­ვა­ვი Key note speaker და შე­სა­ბა­მი­სად მთე­ლი ეს კონ­ფე­რენ­ცია მი­ე­ძღვნა სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კი­დევ უფრო დიდ ფე­ნო­მენს, საწ­ნა­ხელს და ქვევ­რს.

აღ­მოჩ­ნდა, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბო­და ორი სპე­ცი­ა­ლის­ტი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ა რო­გორც „სკა­უ­ტე­ბი“ რათა შე­ეს­წავ­ლათ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს უკვე დიდი ბო­ნუ­სი იყო, მათ­მა გა­მოს­ვლამ და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია ქარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე. კონ­ფე­რენ­ცია გახ­და ერ­თა­დერ­თი კო­მენ­ტა­რის სა­გა­ნი (ამას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ) აქამ­დე მსგავ­სი ის­ტო­რია ჯერ არ მოგ­ვის­მე­ნი­აო, კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და პრი­ვა­ტურ­ლი სა­უბ­რე­ბი და ყვე­ლას თვალ­ში იკი­თხე­ბო­და ორი რამ: გვი­მას­პინ­ძლებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში? და აპი­რებ თუ არა აქ რამე ქარ­თუ­ლი გა­კე­თე­ბას?

მის მერე გა­ვი­და 4 წელი ამ გეგ­მა­რე­ბა­ში და აი წელს და­ვი­წყეთ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­კე­თე­ბუ­ლი ქვევ­რე­ბის გა­და­ზიდ­ვა ავ­სტრა­ლი­ა­ში.

თვი­თონ კონ­ცეფ­ცია არის წმინ­დად ქარ­თუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ატა­რებს იდე­ას, ვაჩ­ვე­ნოთ ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და 8 000 წლის წინ და ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია პირ­ვან­დე­ლი, უც­ლე­ლი სა­ხით. ეს კი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ტექ­ნი­კის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და მისი რო­გორც კულ­ტუ­რის და მრწამ­სის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია

ჯი­შე­ბიც კი, ქარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა: სა­ფე­რა­ვი და რქა­წი­თე­ლი. ორი­ვე მოყ­ვა­ნი­ლი ძა­ლი­ან ძლი­ერ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის რე­გი­ო­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა ადე­ლა­ი­დის მთე­ბი (Adelaide Hills), ბა­რო­სა ველი (Barossa Valley) და მაკ­ლა­რენ ველი (McLaren Vale).

რო­დე­საც იმ ეტაპ­ზე მი­ვე­დით, რომ ყვე­ლა­ფე­რი მზად გვქონ­და ტვირ­თის ექ­სპორტზე გა­სა­ტა­ნად, სა­ჭი­რო გახ­და მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა ძლი­ე­რი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ამ არ­ცთუ ისე მარ­ტივ გა­და­ზიდ­ვას სა­თა­ნა­დოთ შე­ას­რუ­ლებ­და. ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და ბევრ ლო­გის­ტი­კურ კომ­პა­ნი­ას­თან, თუმ­ცა „კა­ი­როს ლო­ჯის­ტიკ­სი“ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­თა და მისი კონ­კრე­ტუ­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით, ზო­გა­დად ღვი­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ კომ­პა­ნი­ას ღვი­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უამ­რავ წამ­ყვან ბრენ­დებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. კა­ი­როს ლო­ჯის­ტიკ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ვა­ცა­ნით კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნა. შემ­დეგ დად­გა სა­კი­თხი, რომ მო­მეს­მი­ნა მათი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. სა­კი­თხი სა­უ­ცხო­ოდ და­ლაგ­და, ყვე­ლა პი­რო­ბა სრუ­ლი­ად შე­სა­ფე­რი­სი იყო დას­მუ­ლი ამო­ცა­ნი­სათ­ვის.

გარ­და ამი­სა, მათ გა­მო­ავ­ლი­ნეს მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბის კულ­ტუ­რა, შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ტვირ­თის და­ზღვე­ვის მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი პა­კე­ტი და ლო­გის­ტი­კუ­რი მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი იყო.

ვი­მე­დოვ­ნებ სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ ერ­თმა­ნეთ­თან, სხვა ქვეყ­ნებ­შიც გა­ვი­ტანთ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ტრა­დი­ცი­ებს და უფრო მეტ ხალ­ხს გა­ვა­გე­ბი­ნებთ ღვი­ნის სამ­შობ­ლოს შე­სა­ხებ.

Ambebi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.