ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ავსტრალიელ ინსტრუქტორებს ადგილობრივები გუდაურში მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ - ავსტრალიური მედია
20 იანვარი, 2023

საერთაშორისო სათხილამურო ინსტრუქტორები აცხადებენ, რომ საქართველოს სამთო - სათხილამურო კურორტ გუდაურში ადგილობრივები სიტყვიერ  შეურაცხყოფას  აყენებდნენ  და  მათ  ქვეყანაში მუშაობის  შესაძლებლობას არ  აძლევდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა abc.net.au  ავრცელებს.

Abc  - ისთან  საუბრისას  სამმა ავსტრალიელმა განაცხადა, რომ მათ კურორტზე მუშაობის შესაძლებლობა ოფიციალურად  ჰქონდათ, თუმცა შეურაცხყოფა  ადგილობრივი მოსახლეობიდან მოდიოდა.

„ადგილობრივები გვემუქრებოდნენ, გვაყენებდნენ  სიტყვიერ შეურაცხყოფას და საბაგიროებზე  ასვლის  შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ, შედეგად მივიღეთ ის, რომ სათხილამურო სკოლებმა მოწვეულ პერსონალს კონტრაქტები შეგვიჩერეს, რადგან მათ ჩვენი  საფრთხეში  ჩაგდება არ სურთ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა.

გამოცემის ინფორმაციით, ავსტრალიელი ინსტრუქტორები საქართველოს სათხილამურო კურორტზე  დარჩენას  მთელი სეზონის მანძილზე  აპირებდნენ,  თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობის  შესაძლებლობა არ ეძლევათ იძულებული არიან  საქართველოს დატოვებაზე იფიქრონ, რადგან ქირის გადახდას ვერ  ახერხებენ.

ABC  - სთან ინტერვიუში საერთაშორისო ინსტრუქტორები აცხადებენ, რომ მათ ადგილობრივ პოლიციას მიმართეს, თუმცა სიტუაცია არც  ამის შემდეგ  დასტაბილურებულა, მათ ასევე თავიან ქვეყნებში, საქართველოს  საელჩოებში წერილები  დააგზავნეს.

ავსტრალიას საქართველოში საელჩო არ აქვს,  თუმცა როგორც  საგარეო საქმეთა და  ვაჭრობის  დეპარტამენტის (DFAT) სპიკერმა  განაცხადა, მას  საქართველოში ავსტრალიელი  ინსტრუქტორების  მცირე  რაოდენობასთან კომუნიკაცია  აქვს.

სათხილამურო სკოლის ერთ-ერთმა მთავარმა ინსტრუქტორმა, ტრისტრამ ტოდმა  ABC-სთან აღნიშნა, რომ იგი  გუდაურში  ადრეც  მუშაობა,  თუმცა  მსგავსი  შემთხვევა  არასდროს  ჰქონია.

„კომერსანტი“ თემაზე შსს დაუკავშირდა, თუმცა უწყება ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს. 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.