ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13 ივნისი, 2018

აწყურში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 1TV-ს ცნობით, მრავალწლიანი პროექტი ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენას ითვალისწინებს.

გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში მოპოვებული ქვის ფილებით, რომლითაც თავის დროზე ტაძარი აშენდა. 57 მეტრის სიმაღლისა და 24 მეტრი სიგანის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა რეგიონში.

როგორც 1TV-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

აწყურის კათედრალურ ტაძარში, არქეოლოგიური გათხრების დროს ტაძრის ინტერიერში ძველი შენობათა ნაშთები აღმოაჩინეს. აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გარეთ კი აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების კარგად შემონახული, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები, ასომთავრული წარწერა და მეათე საუკუნეს დეკორატიული ნივთები.

ტაძრის რეაბილიტაციისთვის თანხა ფონდმა „ქართუ“ გამოყო და ჯამურმა ღირებულებამ რვა მილიონი ლარი შეადგინა.

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი ისტორიკოსთა ვარაუდის მიხედვით, მეთერთმეტე საუკუნის ძეგლია. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა, ჯაყელებმა – XIV-XV სს-ში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.