აწყურის ღვთისმშობლის ტაძარზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, ორი დღის წინ აღმოჩენილი, ისტორიული გუმბათის ჯვრის ქვის ბაზისის შესწავლა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიწყო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აწყურში დღეს, 25 ივნისს იმყოფებოდნენ.
ახლადგამოვლენილ არქიტექტურულ დეტალზე წარწერას სააგენტოს კვლევის სამსახურის სპეციალისტები გაეცნენ და, ისტორიული კონტექსტის დასადგენად, საფუძვლიანად შეისწავლიან.
სააგენტოს მხრიდან, შესწავლის პროცესში ჩაერთვება აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციაზე ზედამხედველი არქიტექტორ-რესტავრატორიც.
რესტავრატორების მიერ აღმოჩენილ ქვის არქიტექტურულ დეტალზე ასომთავრული წარწერაა, რომელზეც პირველადი მონაცემებით – “მეფეთ მეფე ბაგრატი” აწერია.
sknews.ge