ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალ წელს Rooms Hotel-ის სტუმრები ფეიერვერკის გარეშე შეხვდებიან
22 დეკემბერი, 2022

ახალ წელს Rooms Hotel-ის სტუმრები ფეიერვერკის გარეშე შეხვდებიან. შესაბამისი გაფრთხილება სასტუმროთა ჯგუფის ადმინისტრაციამ უკვე გაავრცელა.

„გადავწყვიტეთ, ახალი წლის დადგომა ჩვენს ღონისძიებებზე პიროტექნიკის გარეშე აღვნიშნოთ, რადგან ის გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ცხოველებისა და ფრინველების ჯანმრთელობას.

ერთი მარტივი ნაბიჯით შეგვიძლია, უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ გარემოზე“, - განმარტავენ Rooms Hotel-ში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ამ დროისათვის 3 სასტუმროს აერთიანებს.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.