ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ახალციხის ციხის" საინფორმაციო ტურის ფარგლებში ციხის განახლებული ბრენდის პრეზენტაცია გაიმართა
14 აგვისტო, 2023

2-3 აგვისტოს, ორი დღის განმავლობაში, ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების (HICD) პროგრამის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ მონაწილეობით,  სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო ტურის ფარგლებში  ციხის რებრენდინგის პროექტის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მედიის, ტურისტული კომპანიების, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, კვების ბლოგერები და ინტერნეტ ინფლუენსერები მონაწილეობდნენ. ტურის წარმომადგენლებს „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ მასპინძლობდა.3 აგვისტოს, „ახალციხის ციხის“ დარბაზში ტურის მონაწილეებს და ადგილობრივი ხელისუფლებას, ასევე ახალციხის საზოგადოების წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგული და პიარ სტრატეგიაც წარუდგინეს.

„შემადგენლობითა და პროგრამიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო საინფორმაციო ტური გამოვიდა. ტურში მონაწილეობდნენ არამხოლოდ მედიის, არამედ სოციალური ქსელების აქტიური წარმომადგენლებიც, ასევე ტურისტული და სარეკლამო კომპანიები, რაც „ახალციხის ციხის“ სამომავლო მარკეტინგულ კომუნიკაციას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, აუდიტორიას გავაცანით „ახალციხის ციხის“ ახალი სახე, რებრენდიგის შედეგები და ის ღონისძიებები, რაც ჩატარდა ჩვენი პროექტის ფარგლებში. ასევე საინფორმაციო ტურის მონაწილეებთან ერთად შევთანხმდით, რომ  განახლებული „ახალციხის ციხე“ ერთობლივი ენერგიით მივაწოდოთ და გავაცნოთ,  როგორც შიდა, ასევე უცხოელ აუდიტორიას,“ -   განმარტავს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე.„მოგეხსენებათ, „ახალციხის ციხე“ არის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია  მარკეტინგული მიმართულებები იყოს სათანადო დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია USAID-ს თანადგომა და ის ღონისძიება, რომელიც დღეს ჩატარდა საინფორმაციო ტურის სახით, ვფიქრობ გაზრდის ციხისა და ზოგადად კომპლექსის  ცნობადობას, შედეგად უფრო მეტი ვიზიტორი მობრძანდება და კომპელქსიც მეტად განვითარდება. ჩვენც ვეცდებით სტუმრობს განსაკუთრებული მომსახურება გავუწიოთ,“ -   აღნიშნავს „ახალციხის ციხის“ დირექტორი ზაზა თამარაშვილი.

„ცნობილია, რომ აშშ განვითარების სააგენტო ეხმარება სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა სექტორს. მათ შორის ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სექტორი. უშუალოდ ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების (HICD) პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება, უკვე 1 წელია ვმუშაობთ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციასთან, გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები, მომზადდა ტურისტული პაკეტები, ასევე მონაწილეობა მივიღეთ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი არამხოლოდ კონკრეტულ კომპლექსს დაეხმარება, არამედ ზოგადად ახალციხის რეგიონს. ძალიან დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ ამ  პროექტის განხორცილება, საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია ამ მხარეს, „ახალციხის ციხე“ არის ამ კუთხის სავიზიტო ბარათი და შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია  აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა,“ - პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს USAID/HICD პროგრამის დირექტორი, რომან ცუცქირიძე.

საინფორმაციო ტურის, ახალი კონცეფციის წარდგენის ღონისძიების და მთლიანად „ახალციხის ციხის“ მარკეტინგული კომუნიკაციის გაძლიერების პროექტის ძირითადი მიზანი, ერთის მხრივ ციხის, როგორც რეგიონის მთავარი დანიშნულების ადგილის მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესებაა, ხოლო მეორეს მხრივ, ახალციხის მუნიციპალიტეტის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდაა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.