ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალციხისა და ბორჯომის რეკრეაციული ზონები ენერგოეფექტური რესურსებით აღიჭურვება
10 მაისი, 2018

ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავენ.

შპს „ახალი ტექნოლოგიების ცენტრისა“ და ლიტვური კომპანია „ერენსტენას" შეთავაზებას ადგილობრივი ხელისუფლება უკვე გაეცნო. პროექტის მიზანიახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში საპილოტედ შერჩეული შენობებისა და რეკრეაციული ზონების ენერგოეფექტური რესურსებით უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ახალციხე 2014 წლიდან მერების შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც, შემუშავებული აქვთ ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმა. გეგმა ითვალისწინებს სათბური გაზების გამოყენების შემცირების სტრატეგიას, ასევე ტრანსპორტის, შენობა-ნაგებობების, გარე განათების, ნარჩენების შეგროვებისა და გამწვანების სექტორში მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.