ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალგაზრდა მეღვინე რაჭიდან ღვინის რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით იწყებს
18 მაისი, 2018

ფერმერი რაჭიდან, რომელსაც საოჯახო მარანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბუგეულში აქვს ღვინის რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით იწყებს.

გიორგი ჭლიძემ ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარები FAO–ს დაფინანსებით შეიძინა, ბუგეულში აქვს ასევე საკუთარი ვენახები. ღვინის,,ახალგაზრდა მეღვინე" ჩამოსხმა გიორგიმ გასულ წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ „ახალგაზრდა მეღვინე“ უკვე იყიდება ამბროლაურის აეროპორტში.

მეწარმეს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ესტუმრა და ახალგაზრდა მეღვინის სამომავლო გეგმები მოისმინა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.