ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალგაზრდა მეწარმე ლეჩხუმიდან - საოჯახო სასტუმრო და მარანი
09 მაისი, 2018

ახალგაზრდა მეწარმე ლეჩხუმში აგროტურიზმს ავითარებს და საკმაოდ წარმატებულადაც. ლევან ხმელიძე მაღალმთიან სოფელ ქორენიშს 4 წელია დაუბრუნდა და თაფლს და ღვინოს აწარმოებს.

სტუმრებს საოჯახო სასტუმროსა და მარნის მომსახურებას სთავაზობს.

ლევან ხმალაძემ მეწარმემ მოიპოვა დაფინანსება პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და გრანტის ფარგლებში ღვინის ჩამოსასხმელი ინვენტარით აღიჭურვა. USAID–ის პროგრამის ფარგლებში მიიღო მოტობლოკები და ვენახის სარწყავი სისტემა, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დახმარებით ტექნიკური აღჭურვილობა, ხოლო, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქეა"–ს დაფინანსებით, ფუტკრის სკები და მაღალი გამავლობის გადამზიდი ავტომობილი შეიძინა.

ახალგაზრდა მეწარმეს სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ესტუმტრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების აქტიურობა აგროტურიზმის განვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.