ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 38 მლნ ლარია.
გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზასთან. ამ მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ. გურჯაანსა და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
ახალი გზა შეამოკლებს და უფრო უსაფრთხოს გახდის გზას თელავიდან-თბილისამდე, რომელიც ამჟამად არის ვიწრო და გადის ვაზიანი-ბაკურციხე-გურჯაანის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე.
ამ დროისთვის, აშენებულია 6 კმ. გზა და 2 ხიდი, ასევე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა და არსებული ხიდების რეაბილიტაცია.
სამუშაოზე 100 ადამიანია დასაქმებული.
პროექტის დასრულლების შემდეგ, გაუმჯობესდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის უსაფრთხოება და ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.
www.travelingeorgia.ge