ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი კვლევის შედეგი: თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი იზრდება
12 ივნისი, 2019

„თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუარესებულია“ – კვლევა ორგანიზაციამ – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტმა (East-West Management Institute, ACCESS) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით (USAID) ჩაატარა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის air.gov.ge-ის მიერ წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზი, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის და იწვევს რიგ დაავადებებს.

„ვიკვლიეთ ის მონაცემები, რომელიც გადაჭარბებით გვხვდება ყოველდღიურად, ეს არის აზოტის დიოქსიდი, მტვერი და მყარი ნაწილაკები და ამ სურათმა დაგვანახა, რომ განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდი ყოველდღიურ ბმაშია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთან. 08:00 საათიდან როდესაც იწყება ინტენსიური მოძრაობა, მაჩვენებელი მაშინვე იზრდება.

შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ავტომობილები გადიან ინსპექტირებას და ისინი კვლავ აბინძურებენ გარემოს. მთავარი გზავნილი ამ კვლევის არის ის, რომ მოხდეს გამონაბოლქვის გზისპირა კონტროლი. სახელმწიფომ გარე კონტროლზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვშიშობთ, რომ წლის ბოლომდე როცა მილიონ მანქანას ეკუთვნის ტექინპექტირება, ამ ინსპექტირების შემდეგაც კვლავ დავინახავთ მბოლავ ავტომობილებს, რაც შეარყევს რეფორმას და იქნება დიდი კრახი“, – განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას ეკა ლალიაშვილმა.

როგორც პრეზენტაციაზე სფეროს სპეციალისტებმა განაცხადეს, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს მონაცემები აღებულია მხოლოდ ერთი სადგურიდან, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სადგური განთავსებულია დატვირთული მაგისტრალის პირას, კარგად უნდა აღწერდეს ავტომანქანების მიერ ჰაერის დაბინძურებას.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.