ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017
22 სექტემბერი, 2017

1ოქტომბერს, საქართველოს ღვინის კლუბი "ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ტარდება, გიწვევთ საფესტივალო აქციაზე: "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017".

ღონისძიება #1 ღვინის ქარხნის სარდაფებში გაიმართება (შესასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან, 11:00-დან 18:00 საათამდე), სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს.

აქციას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება, თავად მევენახე–მეღვინეები კი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს.

თქვენ გელით ბევრი და სხვადასხვანაირი ღვინო, გემრიელი მისაყოლებელი და საინტერესო გარემო.

დასწრება თავისუფალია!


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.