ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი ტურისტული ადგილები, რომელიც მსოფლიოს 2021 წელს შეემატა
27 დეკემბერი, 2021

გამოცემა TravelTrivia გთავაზობთ იმ ღირსშესანიშნაობების ათეულს, რომლებიც წელს გაიხსნა, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

სუპერ ნინტენდოს სამყარო, იაპონია

„სუპერ ნინტენდო“ ცნობილი თამაშის „სუპერ მარიოს“ იაპონური ვერსიაა. 2021 წლის მაისში იაპონიის ქალაქ ოსაკაში თემატური პარკი- სუპერ ნინენტდოს სამყარო გაიხსნა. პარკის სტუმრებს ადგილზე უამრავი გასართობი და თემატური დეკორაცია ხვდებათ.

Deep Dive, არაბთა გაერთიანებული საამიროები

მსოფლიოში ყველაზე ღრმა საცურაო აუზი წელს დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიხსნა. აუზის სიღრმე 40 მეტრს აღემატება. აუზი რამდენიმე ოთახისგან შედგება და თითოეულ მათგანს განსხვავებული ფუნქცია აქვს.

მოძრავი ნახატების მუზეუმი, აშშ

მოძრავი ნახატების მუზეუმი კალიფორნიაში სექტემბერში გაიხსნა. მუზეუმში ჰოლივუდის ცნობილი ფილმების აქსესუარებსა და დეკორაციებს შეხვდებით.

Electric Playhouse, აშშ

უზარმაზარი გასართობი ცენტრი Electric Playhouse ნიუ-მექსიკოში მდებარეობს. ის თანაბრად საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის.

ეგვიპტის მუზეუმი, ეგვიპტე

ეგვიპტის მუზეუმი ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. ქვეყნის ყველაზე დიდი მუზეუმის აშენება 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა და მასში 100 000-ზე მეტი არტეფაქტი ინახება. ეგვიპტის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მუზეუმი წელიწადში 5 მილიონზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს.

Little Island, აშშ

Little Island, მანჰეტენზე ნიუ-იორკში გაიხსნა. კუნძული მულტიფუნქციურია და მასზე, პარკები, საპიკნიკე ადგილები, კაფეები და ამფითეატრი მდებარეობს.

The Edge, აშშ

მულტიფუნქციური კომპლექსი The Edge ნიუ-იორკში წელს გაიხსნა. შენობის ყველაზე საინტერესო ობიექტი ზედა სართულზე მდებარეობს, სადაც მსურველებს მკვეთრად გამოზრდილ სახურავზე გასვლისა და თოკით დაშვების შესაძლებლობა აქვთ.

„შურისმაძიებლების კამპუსი“, აშშ

„შურისმაძიებლების კამპუსი“, მარველის ფილმების სერიის მიხედვით შექმნეს. კამპუსში ფილმების პერსონაჟებთან დაკავშირებული უამრავი გასართობია.

აშშ-ის ოლიმპიადისა და პარალიმპიადის მუზეუმი, აშშ

აშშ-ის ოლიმპიადისა და პარალიმპიადის მუზეუმი ახლახანს კოლორადოს შტატში გაიხსნა. მუზეუმში ოლიმპიური თამაშების ამერიკელი მონაწილეების ნივთები ინახება. ასევე მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გასული ოლიმპიადების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

Oglala Lakota-ს ისტორიული სოფელი, აშშ

Oglala Lakota-ს ისტორიული სოფელი სამხრეთ დაკოტის შტატში ივნისში გაიხსნა. სოფელში ლაკოტას, ინდიელების ერთ-ერთი ტომისთვის დამახასიათებელი შენობები და ნივთებია წარმოდგენილი.

წყარო:  "ბიზნესპრესნიუსი"


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.