საქართველოს ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი ბილიკი შეემატება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე მონიშნა კურორტი შოვი- მყინვარი ბუბა.
მარშრუტი საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მარშრუტი 13,5 კმ-ია და მისი გავლა 6 საათშია შესაძლებელი.
მყინვარისკენ მიმავალი მარშრუტი კურორტ შოვში იწყება და მდ. ბუბასწყლის ხეობას მოიყვება. დასაწყისიდან 700 მ-ის შემდეგ გზა მკვეთრად უხვევს მარცხნივ, აღმართს მიუყვება და გაშლილ ფერდობზე გადის. ამ მონაკვეთზე შეგხვდებათ მონასტრის ნანგრევებისკენ მიმავალი გადასახვევი და სურვილის შემთხვევაში მათ მონახულებასაც შეძლებთ (ბილიკიდან 80 მ-ში).
ფერდობის შემდეგ მარშრუტი მეცხვარეთა სადგომს გაივლის და თხემზე ადის, საიდანაც შთამბეჭდავი პანორამა იშლება მყინვარსა და მის შემოგარენზე. თხემის დასასრულთან ბილიკი მარჯვნივ, ქვემოთ ეშვება და მყინვარის ენასთან ჩადის. აქედან მარშრუტი იგივე გზის გავლით, კვლავ შოვში ბრუნდება.
ტურიზმის ეროვნულია ადმინისტრაცია ურჩევს ამ მარშრუტის დალაშქვრის მსურველებს ურჩევს სათანადო აღჭურვილობის, უნარ-ჩვევების და/ან გამყოლის გარეშე არ შეეცადონ მყინვარზე შესვლას და მწვერვალისკენ გზის გაგრძელებას.
www.travelingeorgia.ge