ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი ტურისტული მარშრუტი - რას გპირდებათ საწალიკეს მთა
27 ივნისი, 2018

საქართველოს ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი ბილიკი შეემატება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე მონიშნა საწალიკეს მთა.

მარშრუტი საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მარშრუტი 21 კმ-ია და მისი გავლა 8 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი.

მარშრუტი სოფ. ზედა თლუღში იწყება, მთა საწალიკეზე ადის და კვლავ ზედა თლუღში ბრუნდება. ბილიკი მარტივი სასიარულოა, თუმცა სიგრძიდან გამომდინარე საკმაოდ დამღლელი.

ბილიკის უმაღლესი პუნქტი მთა საწალიკეა, საიდანაც თვალწარმტაცი პანორამები იშლება როგორც რაჭის ასევე იმერეთის მთიან მასივებზე. აისის და დაისის დროს ეს ხედები განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია. საწალიკეს მიდამოებში მრავლადაა კარსტული ძაბრებიც, რაც დამატებით სილამაზესა და სანახაობას სძენს არსებულ ბილიკს. 

აღსანიშნავია, რომ ბილიკის თითქმის მთელს სიგრძეზე კარგი საკარვე ადგილებია. გზად ტურისტებს ასევე შეხვდებათ ვაგონი, რომელსაც ხშირად თავშესაფრად იყენებენ მოგზაურები და მონადირეები; მარშრუტზე არ არის სასმელი წყალი; სტარტიდან 860 მეტრში ბილიკს კვეთენ სხვა სალაშქრო მარშრუტები რომლებიც შაორის წყალსაცავთან, სოფ. მრავალძალში, შქმერში და შუა სხვავაში მიდიან.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.