საქართველოს ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი ბილიკი შეემატება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე მონიშნა ოყურეში-ხვამლი-ტვიში.
ხვამლის მთა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მდებარეობს. ის საშულო სირთულის ტურისტულ ბილიკად მიიჩნევა. სულ მარშრუტი 28 კმ სიგრძისაა და მის გავლას 2 დღე სჭირდება.
მარშრუტი სოფ. ოყურეშიდან, მარტივი სირთულის ბილიკით იწყება, 6 კმ-ში ჯვარის მთის საბანაკე ადგილამდე მიდის. აქედან ბილიკი საშუალო სირთულის კატეგორიაში გადადის და ხვამლის მთისკენ მიემართება. გზად მსურველი დაათვალიერებს ასევე მოინახულებთ თეკენთერის ჭას და ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიას. ეკლესიის შემდეგ ბილიკი ხვამლის მთის წვერზე (2002 მ.) ადის და სრულდება. ეკლესიამდე 500 მ-ით ადრე კარგი საბანაკე ადგილებია. საბანაკეს სიახლოვეს არის მცირე წყარო და არქეოლოგიური ძეგლები.
ხვამლის მთიდან მარშრუტი უკან, გზაგასაყართან ბრუნდება და მარჯვენა გზით - სოფ. ტვიშისკენ იწყებს დაშვებას. სოფ. ლახეფადან ბილიკი მარტივ კატეგორიას უბრუნდება, შემდეგ მცირე ზომის ჩანჩქერთან გაივლის და სოფ. ტვიშში სრულდება.
მარშრუტებზე სანახავი ობიექტებია:
ფუძიდან 300 მ-ით ამოზიდული, მისტიციზმითა და ლეგენდებით ცნობილი ხვამლის მთა მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ის ქართულ წყაროებში მეფეთა განძთსაცავადაც მოიხსენიება და მისი შესწავლის მიზნით, 1945 წელს ჩატარებულმა ექსპედიციამ მართლაც მიაგნო ფრიალო კლდეზე აგებულ საიდუმლო ოთახებს, მაგრამ შიგნით განძი ვერ აღმოაჩინეს, სამაგიეროდ აღმოაჩინეს უნიკალური პიქტოგრამები, რომლებიც პლანეტათა სიმბოლოები აღმოჩნდა და მათი განლაგება ზუსტად იმეორებს ჩწ.აღ.მდე 5604 წელს, პლანეტების განლაგებას ცაზე. გასაოცარია, რომ ასეთი კომბინაცია აღარასოდეს მეორდება და ზუსტად ემთხვევა ქართველთა (ასევე შუმერთა) წელთაღრიცხვის დასაბამს. არქეოლოგებმა ხვამლზე მიაგნეს უნიკალურ ნამოსახლარებსაც. ერთ-ერთ ესეთ ნამოსახლარზე ახლა XX ს-ის დასაწყისში აგებული, წმ. გიორგის ეკლესია დგას, რომლის ირგვლივაც დღემდე შემორჩენილია ლოდებისგან აგებული კედლების ნაშთები და კარიბჭე. ხვამლის მთას მრავალი ლეგენდაც უკავშირდება. ანტიკური ბერძნული წყაროებიდან ის მიიჩნევა არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის ადგილად. მთად რომელზეც მიაჯაჭვეს გმირი პრომეთე.
თეკენთერის ჭა უნიკალური მღვიმეა, რომლის ჩასასვლელზეც ასწლოვანი წიფელია გაზრდილი. ჭა16 მ-ის სიღრმისაა და მასში დაშვება მხოლოდ ფუღუროდან არის შესაძლებელი. ჭაში დაგუბებული წყლის დონე 3-4 მეტრია.
www.travelingeorgia.ge