ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი ტურისტული ტენდენცია - პლიაჟი, კოქტეილი და ვაქცინა
23 თებერვალი, 2021

უახლოეს თვეებში რამდენიმე ქვეყანა უცხოელი ტურისტების მოზიდვას ახალი ტიპის დასვენებით აპირებენ - „შეზლონგი პლიაჟზე + კორონავირუსის ვაქცინა“.

მაშინ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობაში ვაქცინაცია ჯერ ან არ დაწყებულა ან შეზღუდვებით და მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარეობს, ზოგიერთ ქვეყანას პრეპარატების ჭარბი რაოდენობა დაუგროვდა. ეს ქვეყნები დაგროვილი რეზერვების გამოყენებას ცდილობენ და მდიდარ უცხოელებს მოგზაურობს დროს აცრის გაკეთებასაც სთავაზობენ.

ჯერ კიდევ დეკემბერში ინდურმა ტურისტულმა სააგენტოებმა განაცხადეს, რომ მათ „ვაქცინური ტურიზმის კონცეფცია შეიმუშავეს“. კომპანიებმა Zenith Holiday კალკუტაში და GEM Tours&Travels მუმბაიში, ინდურ ელიტას სპეციალური ტურისტული პაკეტი შესთავაზეს  - მისი ღირებულება 1 ადამიანზე 1500 ევროა, და ის ნიუ-იორკში ან ლონდონში ჩასვლას, იქ ფასიან ვაქცინაციას, და ამის შემდეგ ქალაქების კულტურული ცხოვრების გაცნობას ითვალისწინებს.

სააგენტოები ირწმუნებიან, რომ ასეთი მოგზაურობებში Pfizer – BioNTech-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობა გარანტირებულია..

ბრიტანეთში ასეთი ვაქცინური ტურიზმი შესაძლებელი მარტიდან იქნება, როდესაც ვაქცინაცია ნებადართული უცხოელებისთვისაც გახდება. სააგენტოების ინფორმაციით, ანალოგიური ტურების ორგანიზება რუსეთშიც იგეგმება, სადაც შესაძლებელი იქნება რუსული ვაქცინის Спутник-V-ს მიღება.

ამ შესაძლებლობამ კუბაც დააინტერესა, რომელიც დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, უცხოელი ტურისტების დაბრუნებას ყველანაირად ცდილობს.

„პლიაჟი, კარიბის ზღვა, მოჰიტო, და ვაქცინა  - ეს ყველაფერი ერთ ადგილას“ - კუბის ტურისტული ინდუსტრიის ახალი ლოზუნგია. კუბელები ქვეყნის სტუმრებს საკუთარ ვაქცინას Soberana 2-ს სთავაზობენ, რომელიც თებერვალში დასკვნით ცდებს გაივლის.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.