ახალქალაქის იუსტიციის სახლი არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო სამეულში მოხვდა
საერთაშორისო ფესტივალ „არქიტექტურული პრემია 2018“-ზე ახალქალაქის იუსტიციის სახლი, რომელიც ახლახანს გაიხსნა, „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა“ ნომინაციაში შერჩეულ სამ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა. გამარჯვებული პროექტი 16 დეკემბერს არქიტექტორთა მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე გამოვლინდება. ახალქალქის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გოირგობიანს ეკუთვნის. შენობა 2018 წლის 18 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა და ის რიგით მეოცე იუსტიციის სახლია. უშუალოდ მომსახურების სივრცეების გარდა, აქ განთავსებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ოფისები, ფუნქციონირებს ქორწინების სარიტუალო დარბაზიც, რომელიც ცალკე ფლიგელშია განთავსებული.