ახმეტაში მდებარე შუა საუკუნეების მარანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. კუწახტაში მდებარე შუა საუკუნეების მარანს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარანი ნატეხი ქვით ნაგები სწორკუთხა ნაგებობა იყო (11.4×8.1 მ). ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი კედლის ქვედა რიგი, სხვა კედლების მხოლოდ კონტურები იკითხება. დასავლეთ კედელზე შიგნიდან მთელს სიგრძეზე მიდგმული ყოფილა ქვისავე საწნახელი (სიმაღლე 1,15 მ), რომელსაც აღმოსავლეთ კედელში აქვს სადინარი მილი გაკეთებული. მარნიდან შემორჩენილია მხოლოდ საწნახელი, რომელიც ამოვსებულია მიწით.
საწნახლის აღმოსავლეთით, მარნის შიგნით ჩადაბლებული ადგილია, სადაც სავარაუდოდ ქვევრები უნდა ყოფილიყო.
www.travelingeorgia.ge