ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახმეტაში ფათალიანთ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
09 ოქტომბერი, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ფათალიანთ კოშკს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კოშკი სათავდაცვო-საბრძოლო არქიტექტურის ერთ-ერთი კარგად შემორჩენილი ნიმუშია.

კოშკი ოთხსართულიანი. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შიგნიდან და გარედან მობათქაშებულია. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის სამხრეთ კედელში შესასვლელი კარია გაჭრილი. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან ხის ძელებით ნაწყობი თარაზული გადახურვა აქვს. ამავე კედლის მესამე და მეოთხე სართულზე სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე სარკმელია მეოთხე სართულის დასავლეთ კედელშიც. დანარჩენ კედლებზე ყველა სართულს სწოკრუთხა ნიშები აქვს. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.