ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„აზერბაიჯანთან ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველომ 1,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და $400 მლნ-მდე დაკარგა“ - მარიამ ქვრივიშვილი
18 მარტი, 2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან ტურიზმში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვარი ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რადგან საქართველომ აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ 1,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და $400 მლნ-მდე დაკარგა. 

„ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან ერთად, კვლავ გვაქვს გამოწვევა, რომ ტურისტული ვიზიტების რიცხვი, ისევე, როგორც აღდგა საერთაშორისო მოგზაურების მაჩვენებელი, უნდა აღდგეს პანდემიამდელ მაჩვენებლამდე. ის, რომ ტურისტული ვიზიტები 92%-ით აღდგა და არა 100%-ით, არის განპირობებული იმ ფაქტით, რომ აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი არის კვლავ დაკეტილი. ეს, რა თქმა უნდა, არის აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება. იმედს ვიქონიებთ, რომ ეს გადაწყვეტილება მალე შეიცვლება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფაქტის გამო ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა 1,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და დაახლოებით $400 მლნ-მდე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი ამ გადაწყვეტილებას მალე შეცვლის, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის და აზერბაიჯანს ყველა მეზობელ ქვეყანასთან სახმელეთო საზღვარი დაკეტილი აქვს. 

„რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ექნება აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის გახსნას, განსაკუთრებით მიმდინარე წელს. ვერ შევალთ აზერბაიჯანის მხრიდან არგუმენტების ნაწილში, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სახმელეთო საზღვარი დაკეტილია აზერბაიჯანის ყველა მეზობელ ქვეყანასთან და საქართველო არ არის ერთადერთი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.