ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბადაგონი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტს ოქტომბერში იწყებს
24 ივნისი, 2017

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ბადაგონი" ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტს ოქტომბერში იწყებს - ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ განუცხადა. 

ღვინის კომპანია პროდუქციას ჯორჯიის შტატში გაიტანს. გიორგი სალაყაია ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ექსპორტზე 2 კონტეინერი გავა, შემდეგ კი სავარაუდოდ მოცულობები გაიზრდება. გიორგი სალაყაიას თქმით, მომავალ წელს მოცულობები გაიზრდება და "ბადაგონი" 10 ათას ბოთლ ღვინოს გაგზავნის ამერიკაში. 

საუბარია ღვინო "გაუ 5"-ზე, რომელიც კომპანიამ სპეციალურად ექსპორტისთვის შექმნა. 

"ეს არის 5 ტიპის ღვინო, მათგან არის 2 წითელი, 2 ვარდისფერი და ერთი თეთრი",-განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.