„ბადაგონის“ დავა დასრულდა და ამერიკული ღვინის დისტრიბიუტორთან პარტნიორობაც დაიწყო
სკანდალით დაწყებული დავა ღვინის კომპანია „ბადაგონის“ წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა. დავის დასრულების ფონზე კომპანიამ ახალ წარმატებასაც მიაღწია და სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გავლენიან და მძლავრ ამერიკულ ღვინის მწარმოებელ და დისტრიბიუტორ კომპანიასთან John's rock.
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სალაყაია მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს მოთმინებისა და სიმტკიცისთვის, ასევე მადლიერებას გამოთქვამს პარტნიორებისადმი, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
„არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ დაბრკოლებების მიუხედავად და შესაძლოა სწორედ ამიტომაც, "ბადაგონი" დღესდღეობით წარმოადგენს უფრო ძლიერ, თვითკმარ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე და ახალი ბაზრების ათვისებაზე. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები - სწორედ წელს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბადაგონის გაყიდვები 25%-ით გაიზარდა”, - ამბობს სალაყაია ოფიციალურ განცხადებაში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის და კერძო ბიზნესის ხელშეუხებლობის უზრენველყოფის საქმეში.
www.travelingeorgia.ge